საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
     
    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება
                                                                                                                                        
    № 06/29 - 01
    09.02.2016      
    ქ.თბილისი

    სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ


    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე

    ვბრძანებ:
    1.    განისაზღვროს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
    გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
    დ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
    ე) პროფესორი ქეთევან მარშავა;
    ვ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
    ზ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
    თ) პროფესორი ნოდარ ხადური;
    ი) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
    კ)  ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე;
    ლ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
    2.    განისაზღვროს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამებში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ფაკულტეტის ანკეტა-კითხვარით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე - კომისიის თავმჯდომარე;
    ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
    გ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
    დ) პროფესორი იაშა მესხია;
    ე) პროფესორი დავით ნარმანია;
    ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
    ზ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
    თ) პროფესორი თემურ შენგელია;
    ი) პროფესორი ელენე ხარაბაძე;
    კ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
     ლ)  ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური.
    3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე